პრემიერი - თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, ეს იქნება სახელმწიფოს გაძლიერებისა და დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი - თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით

თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ამ სცენარისთვისაც მოემზადება.

„იმედი მაქვს, რომ შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა