ირაკლი კობახიძე - კონსულტაციებისთვის მზად ვართ, თუ ოპოზიციის მხრიდანაც დისკუსიაზე მზაობა იქნება, შეთანხმება აუცილებლად შედგება

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მხრიდანაც დისკუსიაზე მზაობა იქნება, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად შედგება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს შანტაჟისა და „ბულინგის" ქვეშ არიან, „ბულინგსა" და შანტაჟს არ აყვნენ.

„ელჩებთან კონსულტაციებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, ნებისმიერ დღეს კონსულტაციებისთვის მზად ვართ. თუ ოპოზიციის მხრიდანაც დისკუსიაზე მზაობა იქნება, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად შედგება. მთავარია, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს შანტაჟისა და „ბულინგის" ქვეშ არიან, „ბულინგსა" და შანტაჟს არ აყვნენ", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა