რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ირანის „ალ მუსტაფას უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის რექტორს, დავით ზარეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დასამშვიდობებლად ეწვია. ზაზა ვაშაყმაძემ კმაყოფილებით აღნიშნა დავით ზარეს თანამშრომლობა სააგენტოსთან და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ამჟამინდელმა რექტორმა, ჰასან იუსიფზადემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელს მიღებისთვის და გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. სტუმრებმა პანდემიის დასრულების შემდგომ სააგენტოს თავმჯდომარის ირანში ვიზიტის დაგეგმვა შესთავაზეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ალ მუსტაფას უნივერსიტეტი თეოლოგიური სასწავლებელია და მას ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს