გიორგი ვოლსკი - მთავრობა იქნება წარმატებული და რეალურად, კონცეფცია და სტრატეგიული ამოცანები, რომელიც ამ დოკუმენტში არის წარმოდგენილი, რეალიზებული იქნება

ყველა საკითხი, რომელიც აღწერილია იმ კონცეფციაში, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველა გეგმა და დარგობრივი პროექტი, განხორციელდება განსაკუთრებულ პირობებში, როდესაც ოპონირება მოხდება არა პროფესიონალურ თემებზე, არამედ იმ რაკურსით, რასაც ჰქვია სკანდალურობა. ამ სკანდალურობას დააყენებენ პრიორიტეტად და არა მარტო მთავრობას არამედ, მთელ პარლამენტს მოგვიწევს მნიშვნელოვანწილად ვებრძოლოთ პროპაგანდას, ვებრძოლოთ ფეიკ-ნიუსებს, ვებრძოლოთ ცრუ ინფორმაციას და რეალურად, მცდელობა იმისა, რომ ამ რთულ პირობებში გაკეთებული საქმე იქნას მეორე პლანზე გადატანილი - იქნება ის ყოველდღიურობა, რასაც ჩვენ 2021 წელს ველოდებით , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ შიდა ვითარება, რომელმაც არაჯანსაღი ფორმები მიიღო არამედ, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის სიტუაცია, რაც რეგიონსა და მსოფლიოშია შექმნილი.

„სულ ახლახან ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც კიდევ უფრო მძლავრი რესურსებით აერთებს ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის რეგიონს დასავლეთის ენერგო ბაზრებთან. ეს უშველებელი პროექტი ვერანაირად ვერ იქნება რეალიზებული, თუ არა ის საკვანძო, გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყანა, როგორიც არის საქართველო. ასე რომ, არა მხოლოდ შიდა ვითარება, რომელმაც არაჯანსაღი ფორმები მიიღო არამედ, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის სიტუაცია, რაც რეგიონსა და მსოფლიოშია შექმნილი. დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ვის სჭირდება ამ ქვეყნის სტაბილურობა და ვის სჭირდება ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია. ვის სჭირდება იმ პრობლემების გამოყენება, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიოს არამედ, საქართველოსაც ამ ურთულეს ვითარებაში ემუქრება. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია დავასკვნათ თუ ვინ რომელ მხარეს დგას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, კოვიდის მხარეს დგომა არ არის მხატვრულ-ლიტერატურული შეფასება, არამედ ასე ხდება, როდესაც მოელი კოვიდისგან სერიოზულ ზარალს როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე ეკონომიკის სფეროში.

„ამ რესურსით ცდილობ ქვეყანა ჩააყენო ისეთ მდგომარეობაში, როდესაც დესტაბილიზაცია გარკვეულწილად უკავშირდება პოლიტიკურ მიზნებს. ამ ბრძოლაში, ვფიქრობ, წარმატებული ვიქნებით. წარმატებული იქნება მთავრობა და რეალურად, ის კონცეფცია და ის სტრატეგიული ამოცანები, რომელიც ამ დოკუმენტში არის წარმოდგენილი, რეალიზებული იქნება. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი თანამშრომლობის გარკვეულ პირობებს, რომელიც შექმნილი იყო იმ პერიოდში, როდესაც ოპოზიცია სწორედაც, რომ ითხოვდა მთავრობის მეტ ჩართულობას, მეტ პასუხისმგებლობას, მეტ ანგარიშვალდებულებას. ყველაფერი ეს გაკეთდა, რომელიც რეგლამენტშია ჩაწერილი, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, ალბათ, გაცილებით მეტად გვმართებს საქმიანი კონტაქტების განვითარება, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია, ფაქტიურად, გადასულია დესტრუქციული მუშაობის რეჟიმში. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, ის მოცემულობა, რომელიც დღევანდელ დღეს ახასიათებს", - განაცხადა პირველმა ვიცე -სპიკერმა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის წარმოდგენილ გუნდს მხარს უჭერს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ გუნდს წარმოადგენენ, არამედ ისინი სიღრმისეულად აანალიზებენ თუ რა გაკეთდა თითოეული დარგისა და სამინისტროს მიხედვით. გიორგი ვოლსკიმ გამოსვლისას ისაუბრა თითოეული სამინისტროს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და განხორციელებულ რეფორმებზე.

„არ არის პოპულარული და მიღებული ქებითი ფორმით გამოსვლა ტრიბუნიდან, მაგრამ ეს სისტემა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და თუკი მის გამარჯვებაზე და ქვეყნის განვითარების საქმეში მის პოზიტიურ წვლილზე ვსაუბრობთ, არა მარტო ის დიდი რესურსია, რომელიც მან მოახმარა თავის სამშობლოს არამედ, ის სისტემა, რომელიც შეიქმნა, სისტემა რომელსაც ახასიათებს ტოლერანტობა, რომელსაც ახასიათებს მაღალი ინტელექტი, რომელსაც ახასიათებს პატრიოტიზმის განსაკუთრებული დონე და პროფესიონალიზმი.

პროფესიონალიზმი, სადაც კამათობენ, სადაც ჭეშმარიტება კამათში იბადება და სადაც ყველა თანასწორია, როდესაც საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემის განხილვას ეხება. ამ სისტემის შექმნა ასეთი ადვილი არ არის იმ მემკვიდრეობის პირობებში, როდესაც სადიზმი იყო მმართველობის ერთადერთი ფორმა და როდესაც ეკონომიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დემოკრატიის იმ დონეს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ამ სისტემის შექმნას საკმაოდ დიდი რესურსი მოახმარა თითოეულმა ჩვენგანმა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი შეფასებით, ის შემადგენლობა, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი დასამტკიცებლად მხარდასაჭერია იმიტომ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოელის რა პრობლემებს, მოელის რა ეკონომიკურ სირთულეებს, მოელის რა ჯანდაცვით სირთულეებს - ძალიან დიდი იმედებს ამყარებს სწორედ ამ გუნდზე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით