მამუკა მდინარაძე - ვერ წარმომიდგენია, რომ ISFED- მა, თავად გადაწყვიტოს გააყალბოს PVT  მონაცემები, ეს გამორიცხულია - ვფიქრობ, ვიღაც ბინძურად ჩაერია

ვერ წარმომიდგენია, რომ ISFED- მა, ამერიკული ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციამ თავად გადაწყვიტოს გააყალბოს PVT მონაცემები, ეს გამორიცხულია. ვფიქრობ, რომ ვიღაცა ბინძურად ჩაერია , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოდგენა არ აქვს ვინ შეიძლება, ჩარეულიყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ISFED-ის შედეგების გაყალბებაში.

"ვალდებულები ვართ გავუფთხილდეთ განსაკუთრებით დასავლური, ამერიკული ფულით დაფინასებული ორგანიზაციების იმიჯს. თავად ელენე ნიჟარაძესაც კი არ მინდა, რამე დავაბრალო მისი ქმედებების და განცხადებების მიუხედავად. თუ რომელიმე ადამიანმა ზეგავლენა მოახდინა მასზე, ან მის რომელიმე თანამშრომელზე, ისეთი ბინძური ფორმით ჩაერია, რომ შედეგად PVT -ის გაყალბებაც კი მივიღეთ, მაშინ კარგად უნდა მივაკვლიოთ ასეთ ადამიანს, თუ ადამიანებს", - განაცხადა მდინარაძემ.

მან უპასუხა კითხვას, ამ შემთხვევაში იშვერს თუ არა ხელს ოპოზიციისკენ.

"პირადად, ჩემი რწმენაა და ვერასდროს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ელენე ნიჟარაძემ ან ISFED-ის რომელიმე წარმომადგენელმა თვითონ გადაწყვიტა გაეყალბებინა ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები. ეს გამორიცხულია, რომ არა ჩარევა, მე ასეთი რწმენა მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ჩაერია, მაგრამ ყველა შემთხვევაში თუკი შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, ეს შეიძლება გაჩნდეს იმ პარტიების მისამართით, რომლებიც დღეს ჯიუტად, არგუმენტების გარეშე თუთიყუშებივით იმეორებენ ერთმანეთისგან გადაღებულ ფრაზას - არჩევნები გაყალბდა" , - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ამ ქვეყანაში რევოლუცია ვერ შედგა, რომელსაც საფუძველი არ ჰქონდა", თორემ არჩევნები თუ გაყალბდება, რევოლუციაც უნდა დადგეს და ხელისუფლებაც უპირობოდ წავიდეს".

"არათუ ეჭვს გამოვთქვამ, როგორც ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბევრი რამის საქმის კურსში ვარ და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ვტრიალებ, კატეგორიულად გამოვრიცხავ ეს ვინმეს ჩარევის გარეშე მომხდარიყო. ვერ წარმომიდგენია, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციამ თავად გადაწყვიტოს გააყალბოს PVT -ის მონაცემები, გამორიცხულია. ვფიქრობ, რომ ვიღაცა ბინძურად ჩაერია. რაც შეეხება გამოძიებას, თუ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ აქ ჩარევის იმგვარი ფორმა იყო, რომ სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებასთანაც კი გვაქვს საქმე, ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ჩვენი ამერიკელი სამართალდამცავი უწყებების ჩარევის გარეშე. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა ან შსს საქმეს იძიებდეს. თუ რომელიმე სამართალდამცავი უწყება ჩათვლის, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ამ საქმეში მათი ამერიკელი კოლეგები აუცილებლად ჩართონ ", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა