ბექა ოდიშარია - მომავალი წლის პირველი ნახევარი კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად გამოვაცხადოთ

მომავალი წლის პირველი ნახევარი კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად გამოვაცხადოთ, ხოლო დარჩენილი წელიწადი კულტურის წლად, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

მისივე თქმით, მიესალმება მთავრობის განზრახვას, რომ კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე სტრუქტურად გამოეყოს.

„ახლა საჭიროა ქართულ კულტურაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა რასაც ჰქვია, ინვენტარიზაცია და იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ დავფიქრდეთ და მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ ამ პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კი გამოვაცხადოთ კულტურის წლად", - განაცხადა ოდიშარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა