აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ.

„ვირუსის ხაზი დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის ხაზებისგან განსხვავდება“, - განაცხადა აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონ ნკენგასონგმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბოლო პერიოდში ნიგერიაში დაფიქსირებული ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტთანაა დაკავშირებული.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში ნიგერიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 52%-ით, სამხრეთ აფრიკაში კი - 40%-ით გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო