ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ქრისტეშობა მიულოცა

საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ქრისტეშობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვაშაყმაძე დილის საშობაო წირვას თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაესწრო.

„წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოში, ჟოზე-აველინო ბეტანკურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და რელიგიის სააგენტოს დაფასებისთვის და პანდემიის მალე დასრულების და სამომავლოდ ორ ქვეყანასა და ორ ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სააგენტოს და მთავრობას კარდინალ პაროლინის ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ბევრი ახალი პროექტია დაწყებული, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა