ნათია თურნავა - თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ ჩართოს საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი

თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მოღვაწეებს გაუხარდებათ პანდემიისგან შექმნილი რთული პერიოდის გამო.

„მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. დღეს ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, არ იფუნქციონირებენ რესტორნები, მკაცრად არის აკრძალული სასტუმროებში საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. თბილისის მერია სხვადასხვა საკონცერტო პროგრამას გეგმავს უსაფრთხოდ, მაყურებლის გარეშე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა“,-განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა