თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე ქვეყანამ ვაქცინის დანერგვის გეგმა უნდა შეიმუშაოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე ქვეყანამ ვაქცინის დანერგვის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო ვაქცინის პირველი დოზის მიღებასა და ვაქცინაციის დაწყებას მარტში ვარაუდობს.

„ვაქცინის მომწოდებლებიდან და ასევე დონორი ორგანიზაცებიდან პირველი მოთხოვნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ვაქცინის დანერგვის გეგმა, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ ასპექტს, რაც მოიცავს რეგულირებას, პერსონალს, ცივ ჯაჭვს და ა.შ. ამაზე მუშაობა მიდის დაგეგმის შემუშავება იანვრის ბოლოს დასრულდება. ამაში ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი, ქართველი ექსპერტების ჯგუფი. ამ პირობას ჩვენ რა თქმა უნდა, შევასრულებთ. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს დღესვე შეუძლია მიიღოს ვაქცინა და განახორიცელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული. საუბარია "ასტრაზენეკაზე", "ფაიზერსა" და "მოდერნაზე". ამის ტექნიკური შესაძლებლობა ქვეყანაში არსებობს. ვფიქრობთ, რომ მარტი არის ის რეალური დრო, რომელი დროც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ვაქცინაციის დასაწყებად. მაინც ვცდილობთ, რომ უფრო ადრეც დავიწყოთ, თუკი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.

"კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით ჩვენ შევიძინეთ 700 ათასი მოქალაქის ვაქცინაციისთვის განსაზღვრული საჭირო 1.4 მილიონი დოზა ვაქცინა, 16 მილიონ დოლარად. ნაწილი უკვე გადახდილია და ნაწილი უნდა გადავიხადოთ მას შემდეგ, რაც ვაქცინა შემოვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო