პაატა იმნაძე - მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი - ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახში აღნიშნონ. მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახალი წლის პერიოდში სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ.

„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან. ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი ალბათ გამონაკლისი იქნება ჩვენთვის მთელი მცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისგან იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“,-განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო:პაატა იმნაძე - მაქსიმალურად ვიწრო წრეში, ოჯახებში ავღნიშნოთ ახალი წელი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს