გიორგი არსოშვილი - ბოლო მონაცემებით, 112-ში დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112”- ის დირექტორი გიორგი არსოშვილი აცხადებს, რომ 112-ში არამიზნობრივი ზარები არ შემცირებულა და მოქალაქეებს მოუწოდებს, ზარი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ.

„პანდემიური ფონისა და მაღალი მომართვიანობის მიუხედავად, 112-ში არამიზნობრივი ზარების რაოდენობა არ შემცირებულა და ყოველდღიურად სამწუხაროდ, არამიზნობრივად მომართვიანობა 112-ში არის 30%. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ 112 მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ, როდესაც გვესაჭიროება კონკრეტული დახმარება“,-განაცხადა გიორგი არსოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არაერთი ღონისძიება გატარდა 112-ში გაზრდილი მიმართვიანობის გამო დაყოვნებების აღმოსაფხვრელად.

„ისევე როგორც შსს-ს ყველა სხვა დანაყოფი, 112-იც რა თქმა უნდა, პანდემიის ფარგლებში მაქსიმალურადაა მობილიზებული, რათა ყველა მოქალაქემ შესაბამისი დახმარება მიიღოს. 112-მა პანდემიის ფარგლებში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. აქედან გამომდინარე გაიზარდა მომართვიანობა წინა წელთან შედარებით. მომართვიანობა პანდემიის ფარგლებში დაახლოებით 80%-ითაა გაზრდილი, რამაც თავისთავად გამოიწვია გარკვეული დაყოვნება, რისთვისაც თითოეულ მოქალაქეს მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ, რათა ეს მოლოდინები აღმოფხვრილიყო. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ტენდენცია 112-ში საკმაოდ დადებითია, დაახლოებით 38%-ითაა შემცირებული მომართვიანობა როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ კონსულტაციებზე, ასევე შემცირდა საშუალო დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით. ყველაზე დაბალი მომართვიანობა ბოლო 6 თვის განმავლობაში 20 დეკემბერს დაფიქსირდა, დაახლოებით 10 000 ზარი იყო მხოლოდ. გვეიმედება, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება“,-აღნიშნა 112-ის დირექტორმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა