ზაზა ფირალიშვილი - ოპოზიციის ნაწილს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა, ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა, ვიდრე ეს სურთ წარმოიდგინონ

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე და 2020 წლის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- საპარლამენტო არჩევნების შემედეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ბატალიებმა უკანა პლანზე გადაიტანა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონალური მოვლენა, როგორიცაა ყარაბახის მეორე ომი და მისი შედეგები. ორასწლიანი რუსული დომინაციის შემდეგ თურქები კვლავ აღმოჩნდნენ ჩვენს რეგიონში, რაც საგრძნობლად საეჭვოს ხდის რუსების წარმატებას.

საპარლამენტო არჩევნების შემედეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული

ჯერ კიდევ უნდა ველოდეთ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამოძახილს ჩრდილო კავკასიაში. რუსული მასმედია უკვე აღნიშნავს თურქების ეკონომიკური გააქტიურების ნიშნებს ამ რეგიონში. ამ სიტუაციაში ჩვენი თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სივრცესთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჯერ კიდევ უნდა ველოდეთ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამოძახილს ჩრდილო კავკასიაში. ამ სიტუაციაში ჩვენი თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სივრცესთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ოპოზიციას - მის პასუხისმგებლიან ნაწილს ვგულიხმობ - ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ცხადია, ამომრჩეველთა ხმები უნდა დავიცვათ. მაგრამ, ამ დაცვას არანაკლებ და ქვეყნის მომავლისათვის, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი რამ არ უნდა შეეწიროს. სწორედ დღეს წყდება, თუ როგორ დალაგდება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუქა და დასავლეთის წარმომადგენელთა მოწოდებები, არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, ვფიქრობ, ამასთან იყო დაკავშირებული.

სწორედ დღეს წყდება, თუ როგორ დალაგდება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუქა და დასავლეთის წარმომადგენელთა მოწოდებები, არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, ვფიქრობ, ამასთან იყო დაკავშირებული

სამწუხაროდ, ოპოზიციის რიტორიკაში რადიკალურმა განწყობებმა იძალა. ერთობლივი კომისიის შექმნაზე უარის თქმას, ჩემი აზრით, არავითარი გამართლება არა აქვს. ამომრჩეველთა ხმების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი პროცედურები არსებობს და სამიტინგო-რევოლუციური დისკურსი სრულიადაც არ არის ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების ნორმალური ნაწილი.

არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს იმდენად არაადექვატური წარმოდგენა ჰქონდა თავის საარჩევნო პერსპექტივაზე, რომ მიღებული შედეგი დიდი ტყუილი ან ცუდი სიზმარი ჰგონია.

არც წინასაარჩევნო გამოკითხვები და არც ეგზიტპოლები არ მეტყველებენ იმაზე, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებდით.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო დარღვევებს შევეგუოთ. ერთობლივი კომისიის შექმნა და დამნაშავეთა დასჯა ნამდვილად შექმნიდა წინაპირობას, რათა ჩვენი საარჩევნო სისტემა მეთოდურად და თანამიმდევრულად დახვეწილიყო და არც რეგიონალური პროცესებიდან ამოვარდნილიყავით.

სიტყვამ მოიტანა და ოპოზიის ზოგ წარმომადგენელს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა. არადა, საქმე აქვთ კაცთან, რომელმაც მთლიანად თავად შექმნა საკუთარი თავი - გავლენიანი მშობლებისა და ნათესავების გარეშე. ის იმ კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნება, ვინც 90-იანების რუსეთში გადარჩა და მეტიც, იმ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქონება დააგროვა. მოკლედ, ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა, ვიდრე ეს სურთ წარმოიდგინონ.

ოპოზიის ზოგ წარმომადგენელს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა... ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა, ვიდრე ეს სურთ წარმოიდგინონ

მიიჩნიეს, რომ ერთი „კარგი მიწოლა“ საკმარისი იქნება მისი თავიდან მოსაშორებლად. ივანიშვილიც ხანგამოშვებით უქმნის უმწეობის შთაბეჭდილებას და კიდევ და კიდევ აშვებინებს შეცდომებს. არადა, ყველაზე ცუდი ხდება მაშინ, როდესაც არ აფასებ პოლიტიკურ მეტოქეს.

შედეგად კი ის მივიღეთ, რომ დასავლელი პარტნიორებისათვის ხელისუფლების პოზიცია უფრო გასაგებია, ვიდრე ოპოზიციისა. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცეებს იმედი გაუჩნდათ, საქართველოში ბელორუსის არჩევნების შემდგომ სცენარი განიმეორდებოდა. არაფერი ასეთი ბრძოლისათვის ჩვენი საზოგადოების მზაობაზე არ მიუთითებდა.

მთელი საზოგადოებრივი ყურადღება კორონას მეორე ტალღაზე იყო გადართული და ყოველი მცდელობა, ჯანდაცვის სისტემის მიმართ უკმაყოფილება აღეძრათ, საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

ცხადია, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ არ არის გამართული და მისი ზოგი მესვეური ეჭვს იწვევს, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ექიმები თავს არ ზოგავენ და რომ მათი დეზერტირობის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, განსხვავებით, ვთქვათ, რუსეთისაგან, სადაც ბევრმა ექიმმა შიშისა და შეპირებული ანაზღაურებების შეყოვნების გამო უარი თქვა თავისი ვალის შესრულებაზე.

უკვე მერამდენედ ხდება - წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ ქმნიან დაძაბულობას, რომელშიც ყველა სხვა იკარგება. დღეს ეს დაძაბულობა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა და მთელი პოლიტიკური სპექტრი დღეს მათს მიერ შექმნილ დღის წესრიგშია მოქცეული.

უკვე მერამდენედ ხდება - წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ ქმნიან დაძაბულობას, რომელშიც ყველა სხვა იკარგება. დღეს ეს დაძაბულობა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა და მთელი პოლიტიკური სპექტრი დღეს მათს მიერ შექმნილ დღის წესრიგშია მოქცეული

ეჭვი მაქვს, „ნაცმოძრაობაში“ ესმით, რომ საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება კიდევ დიდხანს გაუჭირდებათ. „ოცნების“ ლიდერებიც, ცხადია, დაინტერესებულები არიან, რომ „ნაციონალებმა“ პოლიტიკური ცხოვრების ის კვაზირევოლუციური რეჟიმი შეინარჩუნონ, მოსახლეობაში პოპულარული რომ არ არის - განსაკუთრებით, პანდემიის მეორე ტალღის პირობებში.

არის კიდევ ორიოდე პოლიტიკური ძალა, რომლებიც მხოლოდ ამგვარი სამიტინგო-რევოლუციური სიტუაციების დროს თუ ჩანს. ხელისუფლებისათვის წმინდა პოლიტიკურად არის ხელსაყრელი ასეთი ოპონენტები.

„ლელოს,“ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ორიოდე სხვა ჯგუფს თუ სუბიექტს ნამდვილად აქვთ იმის პოტენცია, რომ განსხვავებული პოლიტიკური დისკურსი შეექმნათ. სამწუხაროდ, გამოცდილება არ ეყოთ, თავადაც კვაზირევოლუციური დაპირისპირების ტალღაში აღმოჩნდნენ, ხოლო თუკი სადმე აფიქსირებდნენ თავის განსხვავებულ ხედვას, ეს უბრალო მოქალაქისათვის უცნობი იყო და არის.

ლელოს,“ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ორიოდე სხვა ჯგუფს თუ სუბიექტს ნამდვილად აქვთ იმის პოტენცია, რომ განსხვავებული პოლიტიკური დისკურსი შეექმნათ. სამწუხაროდ, გამოცდილება არ ეყოთ, თავადაც კვაზირევოლუციური დაპირისპირების ტალღაში აღმოჩნდნენ

უკვე კარგია, თუმცა კი ოდნავ დაგვიანებული, რომ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ პროცესების რევოლუციური გზით განვითარების დაუშვებლობის შესახებ.

- თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება და ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იგი იმ გარე თუ შიგა გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ოპონენტების გარეშე მარტო აღმოჩნდება?

- ხელისუფლებისათვის შექმნილი ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხელსაყრელი, თუ თავის საგარეო პარტნიორებად მხოლოდ რუსეთი ან ირანი ეგულება. არც ის არის კარგ დღეში. ზოგადად კი, როგორც თვალსაჩინო მაგალითს, ამ რამდენიმე დღის წინ ნათქვამს გავიმეორებ - ლუკაშენკოს მმართველობის ოცწლიანი ისტორია შექმნა არა მხოლოდ ამ უკანასკნელის მცდელობამ ძალაუფლების ყველა ბერკეტს დაუფლებოდა, არამედ ოპოზიციის უუნარობამაც.

აბსტრაქტული და კულტურული გარემოსაგან გაუცხოვებული იდეალები, რიგითი ადამიანისათვის უცხო ენჯო ფრაზეოლოგია და რიტორიკა, საკუთარი საზოგადოების არცოდნა და კიდევ ბევრი რამ იყო ის, რამაც ლუკაშენკოს მმართველობა შესაძლებელი და ორი ათწლეულის განმავლობაში დაუძლეველი გახადა. თავად ლუკოშენკოც დიდოსტატურად უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ქვეყნის ლიდერობისათვის შეუფერებელი ადამიანი იყო.

ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ და ვუცქერთ ხელისუფლების ორიოდე წარმომადგენელს, ვისაც ოპოზიციის სრული განადგურება პოლიტიკური წარმატება ჰგონია. უმწეო ოპოზიციასთან ერთად სწორედ ასეთები უდებენ საფუძველს კოლექტიური ლუკაშენკოს ქართული ვარიანტს.

ვიცით, რომ ხელისუფლებაში მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც კარგად ესმის, სახელმწიფოებრივადაც და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისითაც როგორი საშიშია საპარლამენტო ოპოზიციის არარსებობა და რომ აქედან ორი გზაა - ან უნდა დათანხმდნენ პოლიტიკურ დიალოგს იმათთან, ვისთანაც ეს შესაძლებელია და ჩიხიდან გამოსავლის პოვნაზე იზრუნონ, ან შეეგუონ იმ აზრს, რომ რეალურ საერთაშორისო პარტნიორებად მხოლოდ რუსეთი და ირანი ეყოლებათ და რომ არც მათი საშინაო მდგომარეობა იქნება მყარი.

ხელისუფლებაში მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც კარგად ესმის, სახელმწიფოებრივადაც და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისითაც როგორი საშიშია საპარლამენტო ოპოზიციის არარსებობა და რომ აქედან ორი გზაა - ან უნდა დათანხმდნენ პოლიტიკურ დიალოგს იმათთან, ვისთანაც ეს შესაძლებელია და ჩიხიდან გამოსავლის პოვნაზე იზრუნონ, ან შეეგუონ იმ აზრს, რომ რეალურ საერთაშორისო პარტნიორებად მხოლოდ რუსეთი და ირანი ეყოლებათ და რომ არც მათი საშინაო მდგომარეობა იქნება მყარი

ერთპარტიული პარლამენტი იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ ტოტალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველაფრის გამო, რაც ხდება ან მოხდება და ისეთივე უარყოფით პოლიტიკურ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს, როგორადაც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი,“ შემდგომში კი „ნაციონალური მოძრაობა იქცა.“

როდესაც ზომიერების გრძნობა გღალატობს და აზარტით ეუფლები ძალაუფლების ყველა ბერკეტს, ისიც უნდა იცოდე, რომ ერთ დღესაც ამის გამო პასუხის გაცემა მოგიწევს.

ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ იანვარში რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდეთ, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებაც ეძებს გამოსავალს და მზად არის, რაღაც დათმობებზე წავიდეს. ვფიქრობ, ასეთი დათმობები შეიძლება იყოს საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, ვადამდელი და არა განმეორებითი არჩევნების დათქმა 2022 წლისათვის და შესაძლოა ზოგი სხვა რამ.

ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ იანვარში რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდეთ, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებაც ეძებს გამოსავალს და მზად არის, რაღაც დათმობებზე წავიდეს. ვფიქრობ, ასეთი დათმობები შეიძლება იყოს საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, ვადამდელი და არა განმეორებითი არჩევნების დათქმა 2022 წლისათვის და შესაძლოა ზოგი სხვა რამ

ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის არჩევნების შემდგომ ბრძოლას ნამდვილად ეძლევა რაღაც პოზიტიური აზრი და უბრალო ადამიანისათვისაც უფრო გასაგები იქნება, რა მოხდა ამ ორიოდე თვის მანძილზე. არც ხელისუფლება დარჩება ქვეყნის შიგნით და გარეთ სრულიად გაუგებარი ერთპარტიული პარლამენტის ამარა, თუნდაც ამაში ბრალი ოპოზიციას მიუძღვოდეს.

აღარც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ ხელისუფლებას ატყუებს თავისი რადიკალური მომხრეების მხარდაჭერა და ვერ ხვდება, რა ფასი აქვს ასეთ გამარჯვებას.

ის გარემოება, რომ ოპოზიციას დღეს არ ჰქონდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ასეთი მხარდაჭერა არ ექნება ხვალ, როდესაც „ქართული ოცნება“ მარტო აღმოჩნდება პარლამენტში და საპარლამენტო ბატალიები ვეღარ განმუხტავს მოსახლეობაში არსებულ საპროტესტო განწყობებს. ამ სიტუაციაში მას სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ის გარემოება, რომ ოპოზიციას დღეს არ ჰქონდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ასეთი მხარდაჭერა არ ექნება ხვალ, როდესაც „ქართული ოცნება“ მარტო აღმოჩნდება პარლამენტში და საპარლამენტო ბატალიები ვეღარ განმუხტავს მოსახლეობაში არსებულ საპროტესტო განწყობებს. ამ სიტუაციაში მას სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება

წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრს უკვე გაგვიჩნდა იმის განცდა, რომ მეორდებოდა 90-იანი წლები თავისი დაულაგებელი პრიორიტეტებით, ქაოტური პოლიტიკური ცხოვრებით, რადიკალიზმით და ა.შ. კიდევ ერთხელ წამოვიდნენ წინა პლანზე პოლიტიკური ლუდომანები, რომლებისთვისაც პოლიტიკა მხოლოდ სამიტინგო-რევოლუციურ ბორგვასა და ცივ სამოქალაქო ომს ნიშნავს. ეს ეხება ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.

უცნაური ფენომენია ქართული პოლიტიკური ლუდომანია. თამაშით დაავადებულს ვერ გამოიყვან კაზინოდან. ვერ ხედავს, რომ ყველაფერს ჰკარგავს, და თამაშს განაგრძობს იმ წამის მოლოდინში, როდესაც ერთი ხელის მოსმით მიაღწევს მიზანს. მას არა აქვს უნარი, მეთოდური და თანამიმდევრული შრომით მოიპოვოს ის, რისი მოპოვებაც უნდა.

უცნაური ფენომენია ქართული პოლიტიკური ლუდომანია. თამაშით დაავადებულს ვერ გამოიყვან კაზინოდან. ვერ ხედავს, რომ ყველაფერს ჰკარგავს, და თამაშს განაგრძობს იმ წამის მოლოდინში, როდესაც ერთი ხელის მოსმით მიაღწევს მიზანს. მას არა აქვს უნარი, მეთოდური და თანამიმდევრული შრომით მოიპოვოს ის, რისი მოპოვებაც უნდა

პოლიტიკური ლუდომანისათვის პოლიტიკა თავისი მაქსიმალისტური სურვილების განხორციელების ხელოვნებაა და არა შესაძლებლისა, როგორც ეს ნორმალურ შემთხვევაში უნდა იყოს. ხოლო როდესაც წააგებს, ამას საკუთარი თავის გარდა ყველაფერს დააბრალებს - საზოგადოების უმწიფარობასა და პასიურობას, საარჩევნო გაყალბებებს (ნამდვილად არ ვგულისხმობ, რომ გაყალბებები არ ყოფილა), უცხოელ დიპლომატებს და ა.შ.

მას, უბრალოდ, არ ესმის, რომ უნაყოფო და უადგილო ექსტრემიზმი, თუ მას იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევებში არ მიმართავს, მითუმეტეს, საზოგადოებრივი და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, პოლიტიკური სიკვდილის წინაპირობაა.

ხელისუფლებშიც ბევრია დაინტერესებული, რომ ოპონენტებად ასეთი ლუდომანები ჰყავდეს. შედეგად კი იქმნება სახელმწიფოებრივად საშიში სიტუაცია, რომლის შემხედვარე მავანიც კრემლში სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს.

- რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ვითარებაში, როცა მათ ბოიკოტს დასავლეთი მხარს არ უჭერს?

- თუ უახლოეს ხანებში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა, უახლოესი წლების განმავლობაში შეიძლება რეალური ოპოზიციის გარეშე აღმოვჩნდეთ. თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს.

თუ უახლოეს ხანებში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა, უახლოესი წლების განმავლობაში შეიძლება რეალური ოპოზიციის გარეშე აღმოვჩნდეთ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ საფრთხეს. ქართველ ადამიანს ძლიერი დემოკრატიულო ინსტიქტი აქვს. ამიტომაც გამოვირჩეოდით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან. მაგრამ მუდმივმა პოლიტიკურმა ქაოსმა და ცივმა სამოქალაქო ომმა, ღმერთმა არ ქნას და რიგით ადამიანს მიაღებინოს იგივე გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე ბელორუსმა, ყირგიზმა და ა.შ.

მიიღეს - სტაბილურობა არჩიოს ისეთ დემოკრატიას, რომელშიც პოლიტიკური აქტორები თავისი გაბერილი ეგოებით პათეტიკურ პოლიტიკურ მონოლოგებს წარმოსთქვამენ და ელემენტარული დიალოგისა და თანამშრომლობის უნარს არიან მოკლებულები. სწორედ ამ განწყობების შექმნას შეიძლება ისახავდეს ერთ-ერთ მიზნად რუსეთის ქართული პოლიტიკა.

ვიმეორებ, ჩვენ შეიძლება ოპოზიციის გარეშე დავრჩეთ არა იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, არამედ იმიტომ, რომ ამ არშესულების იმედის და ნდობის ხარისხი იქნება დაბალი.

ჩვენ შეიძლება ოპოზიციის გარეშე დავრჩეთ არა იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, არამედ იმიტომ, რომ ამ არშესულების იმედის და ნდობის ხარისხი იქნება დაბალი

სრულიად ასევე, ერთპარტიული პარლამენტიც სრულიად იქნება მოკლებული ფსიქოლოგიურ ლეგიტიმაციას და მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანების პარლამენტი იქნება, ვისაც პოლიტიკური კონკურენტების თანამშრომლობა დაუშვებელი ჰგონია.

ვის აწყობს მთელი პროდასავლური ფლანგის ექსტრემისტულ რიტორიკაში ჩაძირვა? დააკვირდით, სოციალურ ქსელებში როგორ გააქტიურდნენ პუტინისტი პროპაგანდისტები, როგორი ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ დასავლური ორიენტაციის აბსურდულობაზე და როგორ ცდილობენ პრორუსულ სენტიმენტებს „სახალხო“ ელფერი მისცენ.

ამ ვითარებაში კითხვას დავსვამდი - წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციის დასუსტების ფონზე საქართველოში, მართლაც, ჩამოყალიბდა მოსკოვური ელფერის „სახალხო“ ხელისუფლება. იგრძნობენ თუ არა ისტორიულ პასუხისმგებლობას ის ადამიანები, ვინც დღეს რადიკალიზმით და რევოლუციური ფრაზეოლოგიით იწონებენ თავს?

რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს გამოსავალი. არსებობს ერთი ჯგუფი პარტიებისა, ვისაც ძალუძს, უარი თქვას „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მიერ შექმნილ პოლიტიკური ცხოვრების წესსა და რეჟიმზე და ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას შეეცადონ.

ოპოზიციას აქვს გამოსავალი. არსებობს ერთი ჯგუფი პარტიებისა, ვისაც ძალუძს, უარი თქვას „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მიერ შექმნილ პოლიტიკური ცხოვრების წესსა და რეჟიმზე და ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას შეეცადონ

არც ალიანსს ვგულისხმობ და არც კოალიაციას. ინტეგრაცია გაცილებით უფრო ღრმა უნდა იყოს. ამგვარი პლატფორმიდან უნდა გამოირიცხოს ყველა, ვინც ოდესმე მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული.

დამეთანხმებით, რომ ეს ლოგიკურია და რაციონალური. მაგრამ საქართველოში ძნელად სწორედ ლოგიკური და რაციონალური რაღაცეები ხდება, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავს არა ანგარიში, რაციო და სამართლიანობა, არამედ - ცალკეულთა პოლიტიკური ბონაპარტიზმი.

მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოხდება, რადგან კარგად ვიცნობ რამდენიმე ოპოზიციურ ლიდერს და ვიცი, რომ მათაც აწუხებს შექმნილი ვითარება. ამის ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს. საჭიროა პოლიტიკური ნება.

- თქვენი დაკვირვებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით როგორი იყო 2020 წელი?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის წყალობით მსოფლიო ძალზე შეიცვლება. თვალდათვალ იცვლება ეკონომიკური ცხოვრება, უზომო ფინანსური ინექციების მიზეზით ირყევა მსოფლიო ფინანსური სისტემაც.

იცვლება ადამიანთა ყოველდღიური თანაცხოვრების წესი. ყველაფერი ეს, ცხადია, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ცხოვრებაზეც აისახება. მიგრაციული პროცესების შეჩერება პანდემიის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი შედეგია.

პანდემიის წყალობით მსოფლიო ძალზე შეიცვლება... მიგრაციული პროცესების შეჩერება პანდემიის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი შედეგია

- თქვენი აზრით, რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?

- ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია და ეს ჩვენთვის ხელსაყრელია. ამასთან, პანდემიამ უკვე მოიტანა მძიმე ეკონომიკურ შედეგები, რაც, ალბათ, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ მის დამოკიდებულებაზეც აისახება.

საკმარისია ითქვას, რომ აშშ დოლარის ფასი, უსაზღვრი ინექციების მიზეზით, ისტორიის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

ეჭვს არ იწვევს, რომ ბაიდენი დაალაგებს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს და ტრამპის ანტიგლობალიზმს უარყოფს. ამასთან, პანდემიის შემდგომი სამყარო მაინც ვეღარ იქნება ისეთი გლობალისტური, როგორიც ადრე იყო.

ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია და ეს ჩვენთვის ხელსაყრელია... ეჭვს არ იწვევს, რომ ბაიდენი დაალაგებს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს და ტრამპის ანტიგლობალიზმს უარყოფს

- ვითარებაში, როცა კრემლი ცდილობს შეასუსტოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთისა და აშშ-ს პოზიციები, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში?

- ყარაბახის მეორე ომის შემდეგ რომ რუსეთის საერთაშორისო როლი გარკვეული ხარისხით მაინც გადაისინჯება, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს. დამარცხდა არა იმდენად სომხური არმია, არამედ რუსული იარაღი, რომლითაც ის იყო აღჭურვილი, დამარცხდა სამხედრო აღმშენებლობისა და ომის წარმოების ის წესი, რომელი რუსებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნივერსალურად მიაჩნდათ.

ამ ომმა ისიც გამოაჩინა, თუ როგორი უკეთური და უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს რუსულ პოლიტიკას, პირველ რიგში, თავისი სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ. რუსი პროპაგანდისტები დღესაც აცხადებენ, რომ სომხეთი „სოროსელი“ ფაშინიანის გამო დაისაჯა. არადა, ფაშინიანი საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერ საერთაშორისო ტრიბუნაზე ზედმეტი გულმოდგინებითაც ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ერთგულება რუსული ინტერესების მიმართ.

ყარაბახის მეორე ომის შემდეგ რომ რუსეთის საერთაშორისო როლი გარკვეული ხარისხით მაინც გადაისინჯება, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს... ამ ომმა ისიც გამოაჩინა, თუ როგორი უკეთური და უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს რუსულ პოლიტიკას პირველ რიგში, თავისი სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ

გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ჩვენი რეგიონის ერთობლივ პატრონაჟზე. ცხადია, აშშ ამას არ დაუშვებს, მაგრამ საიმისოდ, რომ არ დაუშვას, ვიმეორებ, მას სჭირდება პარტნიორი ამ რეგიონში. ამ დროს ჩვენ, როგორც პარტნიორები, ისე გავერთეთ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, თითქმის აღარც გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენს გარეთ.

რუსებისა და თურქების ნებისმიერი ალიანსი ყოველთვის ძალზე მყიფე და დროებითი იყო. ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს. 1453 წლის შემდეგ თურქებიც და რუსებიც ბიზანტიის მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს და მათ ფარულ თუ აშკარა მტრობას ეს ისტორიული მოტივი მნიშვნელოვნად განაპირობებს.

გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ჩვენი რეგიონის ერთობლივ პატრონაჟზე. ცხადია, აშშ ამას არ დაუშვებს, მაგრამ საიმისოდ, რომ არ დაუშვას, ვიმეორებ, მას სჭირდება პარტნიორი ამ რეგიონში. ამ დროს ჩვენ, როგორც პარტნიორები, ისე გავერთეთ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, თითქმის აღარც გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენს გარეთ

დღეს იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მეჰმედ მეორემ თავი რომის იმპერატორად გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით რუსებმა მესამე რომის კონცეფცია შექმნეს. რამდენიმე ანალიტიკოსმა ყარაბახის ომს ბიზანტიური მემკვიდრეობისათვის ბრძოლაც უწოდა.

ვაშინგტონის მოსკოვური პოლიტიკა, თუ დემოკრატების რიტორიკას ვენდობით, უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. პუტინმა მოახერხა, რომ მისი ქვეყანა დასავლური სამყაროს მტრად აღქმულიყო. ასეთი რამ უშედეგოდ არ რჩება. თუკი რაიმე იციან ამერიკელებმა კარგად, ერთ-ერთია გაჭიანურებული ცივი ომი.

პუტინმა იმდენად გადააჭარბა თავის ანტიდასავლურ თამაშებში, რომ რუსულ მასმედიაში სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით დასავლეთისათვის უფრო მისაღები ფიგურით მისი ჩანაცვლებისა და ძალაუფლების ტრანზიტის შესახებ საუბარს.

პუტინმა იმდენად გადააჭარბა თავის ანტიდასავლურ თამაშებში, რომ რუსულ მასმედიაში სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით დასავლეთისათვის უფრო მისაღები ფიგურით მისი ჩანაცვლებისა და ძალაუფლების ტრანზიტის შესახებ საუბარს

- სამხრეთ კავკასიის რეგიონში დომინირების თურქული ამბიციების ფონზე სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გადატების გზას აირჩევს ბრიუსელი და ვაშინგტონი?

- პლატფორმა, რომელშიც წამყვანი აქტორები თურქები და რუსები იქნებიან, ხის რკინას ჰგავს. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ სირიასა და ლიბიაში. თურქეთმა და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობაზე მოაწერეს ხელი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომავალში ხან ერთის, ხან მეორის მხრიდან ლოკალური კონფლიქტების პროვოცირებას ვნახავთ.

ვფიქრობ, ასეთი პლატფორმის შესაძლებლობა არც თურქეთის პრეზიდენტს უნდა სწამდეს და საქმე ომისშემდგომ სავალდებულო სამშვიდობი განცხადებასთან გვაქვს. როგორ წარმოუდგენია მას ამ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობა, რომლის ტერიტორიების მეხუთედიც რუსეთს აქვს ოკუპირებული? ან როგორ უნდა ჩაერთოს ამ პლატფორმაში სომხეთი, რომლის მოსახლეობამაც ომში მარცხით უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და სადაც ყოველდღიურად მატულობს რევანშისტული და ანტირუსული განწყობები?

ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ სახით მხარდაჭერა გამოუცხადა ერდოღანის პლატფორმის შექმნის იდეას, ან იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯერაც ვერ გაითავისა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ან ისიც არ არის გამორიცხული, რომ მისი მეშვეობით გარკვეული საშინაო თუ საგარეო ძალები ცდილობენ ამ იდეის მოსინჯვას.

ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ სახით მხარდაჭერა გამოუცხადა ერდოღანის პლატფორმის შექმნის იდეას, ან იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯერაც ვერ გაითავისა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ან ისიც არ არის გამორიცხული, რომ მისი მეშვეობით გარკვეული საშინაო თუ საგარეო ძალები ცდილობენ ამ იდეის მოსინჯვას

ჯერაც არა გვაქვს პასუხი, თუ რატომ დაემთხვა ყარაბახის კონფლიქტის გამწვავებას მისი განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით, რასაც შემდგომ პრორუსული პატრიოტული ჯგუფების გააქტიურება მოჰქვა. ცხადია, დავით გარეჯის პრობლემა გადასაწყვეტია. საქმე ეხება იმ კონტექსტს, როდესაც ის ზედაპირზე ამოიტანეს.

რუსეთი მუდმივად დაემუქრება სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო გზების განვითარებას. არც თურქეთია დიდად დაინტერესებული, რომ, ვთქვათ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებამ ის აზარალოს. ამიტომაც, ერდოღანის პლატფორმის პერსპექტივაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, თუ ჩვენი ხელისუფლება უარს იტყვის ყველაფერ იმაზე, რაც ათწლეულების განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობაში იქნა მიღწეული.

ერდოღანის პლატფორმის პერსპექტივაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, თუ ჩვენი ხელისუფლება უარს იტყვის ყველაფერ იმაზე, რაც ათწლეულების განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობაში იქნა მიღწეული

თურქეთი დასავლეთის მოკავშირეა, მაგრამ აშკარაა, რომ ის არ არის დასავლური კონტექსტის ნაწილი. აქედანაც ჩანს, თუ რამდენად საშუროა ჩვენი საშინაო პრობლემების სწრაფი მოგვარება და დასავლეთის პარტნიორებთან მუშაობა. ძალზე ძვირფას დროს ვკარგავთ.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა და ვაშინგტონმა საქართველოში პოზიციების გასაძლერებლად უფრო აგრესიულად და სწრაფად იმოქმედოს?

- შანსი არის, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ ყველა შემთხვევაში აუცილებელია, დასავლეთს აქ ამა თუ იმ ხარისხით სრულფასოვანი პარტნიორი ჰყავდეს. ასეთი პარტნიორი ვერ იქნება ერთპარტიული პარლამენტი მის მიერ დამტკიცებული მთავრობით ან არასაპარლამენტო ოპოზიცია.

გამოსავალი უახლოეს დროში უნდა მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისა და თურქეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება და ჩვენ მათ ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებაში აღმოვჩნდებით ჩართულნი.

გამოსავალი უახლოეს დროში უნდა მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისა და თურქეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება და ჩვენ მათ ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებაში აღმოვჩნდებით ჩართულნი

- თუ ჩვენს ირგვლივ ვითარება ჩვენგან დამოუკიდებელი მეზეზების გამო გართულდა და კრიტიკულ ზღვარსაც კი მიაღწია, ასეთ ვითარებაში დასავლეთი და ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან თანამშომლობისა და კოორდინაციის რა ფორმას აირჩევს?

- ძალიან მოკლედ გიპასუხებთ - მიჭირს ასეთი ფორმის წარმოდგენა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიციისა და ხელისუფლების რაციონალური ნაწილი უახლოეს ხანებში დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას არ მოძებნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ისტორიის წინაშე მოუწიოთ პასუხისგება.

თუ ოპოზიციისა და ხელისუფლების რაციონალური ნაწილი უახლოეს ხანებში დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას არ მოძებნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ისტორიის წინაშე მოუწიოთ პასუხისგება

- საპარლამენტო არჩევნებამდე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ - „კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც ხისტი კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას“.

- რა თქმა უნდა?! ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მანამ, სანამ ბევრი ჩვენი პოლიტიკოსისათვის პოლიტიკური ბრძოლა კონკურენტის სრულ განადგურებას ნიშნავს. არადა, 2012 წელს თითქოს დავძლიეთ 1991-92 წლებისა და 2003 წლის მანკიერი ტრადიცია.

“ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა