კახა კალაძე ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.

კალაძე პატრიარქს ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის მადლობასაც უხდის.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. 43 წელია ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

უწმინდესსა და უნეტარესს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას ვუხდი, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს კალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო