ნოე ხომერიკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ნოე ხომერიკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგად, ნოე ხომერიკის ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„პირველ ეტაპზე, კომპანია GWP-ის მიერ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის ცვლილება განხორციელდა. მიწისქვეშ განთავსდა სხვადასხვა საკომუნიკაციო სადენი. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შშმ პირთათვის ადაპტირებული ბორდიურები და მიწისზედა ჰიდრანტი. 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამ ეტაპზე, მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 847 000 ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით