ISFED-ის ბორდის წევრი ბაია პატარაია - კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები და დაგვიანებული კომუნიკაცია ისეთი შეცდომაა, რომელიც უკვე აყენებდა აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს

ISFED-ის ბორდის წევრის, ბაია პატარაიას განცხადებით, ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან წასვლა ორგანიზაციის წევრების საერთო კონსენსუსის საფუძველზე მოხდა.

მისივე თქმით, პროცესში დაშვებული იყო ისეთი შეცდომები, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა.

„კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები და დაგვიანებით განხორციელებული კომუნიკაცია არის ისეთი შეცდომა, რომელიც უკვე აყენებდა აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ გამგეობისთვის. დღეს ელენე ნიჟარაძე აღმასრულებლი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ეს კონსულტაციები ძალიან ფართოდ მიმდინარეობდა ელენესთან, გამგეობა მსჯელობდა ამაზე. ამ პროცესში ჩართული იყვნენ ISFED-ის თანამშრომლები და დამკვირვებლები. ეს იყო კონსენსუსი ამ დიდი ჯგუფის. ელენე ნიჟარაძე აცხადებდა, რომ ის მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან, თუ ბორდი მიიჩნევს, რომ ეს არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და თუ ასეთ მძიმე შეფასებას მისცემდა ბორდი მის მმართველობას. რეალურად, ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება. ამ აზრს იზიარებდა როგორც გამგეობა, ისე ISFED-ის უფრო დიდი გუნდი. გამგეობისათვის ამ ხარვეზის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 11 დეკემბერს. 12 დეკემბერს გამგეობამ უკვე შექმნა სპეციალური კომისია,რომელიც შეისწავლიდა ხარვეზს“, - განაცხადა პატარაიამ.

პატარაია ასევე გამოეხმაურა განცხადებების იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზიაციას შესაძლოა, წინასწარ ჰქონოდა დაგეგმილი.

„ძალიან წუხს ყველა თანამშრომელი, რომ ეს შეცდომა მოხდა. გამორიცხულია ეს ყოფილიყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა 25 - წლიანი უნაკლო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას. აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს შეიძლება ორგანიზაციის ინტერესში შედიოდეს“, - განაცხადა პატარაიამ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა