ელენე ნიჟარაძე - ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ამას შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან - პირადად ჩემთვის, შეცდომა იყო ძალიან მძიმე

ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაშვებული ხარვეზი მისთვის ძალიან მძიმე შეცდომა იყო.

„ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით და ვიცოდით, როცა საზოგადოებასთან ამ ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა მღელვარებას, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რაღაც იყო დაშვებული PVT-ის შედეგებში. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ყველაფერი მაქსიმალურად უშეცდომოდ იყოს გაკეთებული და გვაქვს მაღალი სტანდარტი, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მაღალი სტანდარტია გამჭვირვალობა და მივიჩნიეთ, რომ რაც არ უნდა მცირე ხარვეზი ყოფილიყო, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა სცდონოდა, მაგრამ რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წლია ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის, შეცდომა იყო ძალიან მძიმე“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა