ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-სთან

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ მიისწრაფვის.

მან თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მადლობა გადაუხადა სამხედროებს სხვადასხვა მისიებში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული ღირებულებების ერთგული საზოგადოება, მიისწრაფვის ჩვენი გაცხადებული მიზნის მისაღწევად. კერძოდ, ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ. ჩვენს სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭრის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული კონტრიბუციისა და თავდადებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-სთან ურთიერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყოველდღიურად ძლიერდება.

„ნატო-სთან ურთიერთობას რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს- „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“. ამ კუთხით ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-სთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. მოგეხსენებათ, წელს განახლდა აღნიშნული პაკეტი და უფრო გაფართოვდა ის საშუალებები, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელმაც სულ ახლახან ხელშეკრულება გააფორმა ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატო-სთან აფილირებულ ცენტრად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა