საქართველო ექვსი ქალაქისთვის 175 ავტობუსის შესაძენად EBRD-ისგან 19 მილიონ ევროს სესხულობს

საქართველო ექვსი ქალაქისთვის 175 ავტობუსის შესაძენად EBRD-ისგან 19 მილიონ ევროს სესხულობს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამისთვის EBRD-მა 2019 წელს 17 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა აღნიშნული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და დონორთან დამატებით 2 მილიონი ევროს გამოყოფაზე მოხდა შეთანხმება.

„საქართველოსა და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ შორის 2019 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 17 მილიონი ევრო რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის, თელავისა და ფოთისთვის ავტობუსების შესაძენად გამოიყო, დაგეგმილი იყო 175 ავტობუსის შეძენა, თუმცა სატენდერო პროცედურები რომ დაიწყო აღმოჩნდა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო და დონორთან მოხდა შეთანხმება, რომ დამატებით 2 მილიონი ევროს, ანუ ჯამში 19 მილიონი ევროს გამოყოფა მოხდება“,-აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავტობუსების ნაწილი უკვე შესყიდულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა