აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალი ასადოვმა გიორგი გახარიას მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი გახარიას ხელახლა დანიშვნა ქვეყნის წინსვლასა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მოემსახურება და ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის მდგრად განვითარებას.

„პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ქართველ კოლეგას ქართველი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“- აცხადებენ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო