განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2020 წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წელს დაიგეგმა და განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია; საატესტაციო კომისიას შესაძლებლობა მიეცა, რომ ყოველმხრივ და სიღრმისეულად შეეფასებინა ექსპერტთა კორპუსში მყოფი პირების კომპეტენცია, უნარები და ეთიკური დამოკიდებულებები, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, სადაც 2020 წელს განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაა საუბარი.

უწყების ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსს დაემატნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტები, რომლებიც შეირჩნენ საჯარო და ღია კონკურსის საფუძველზე.

„ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებისთვის ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი. ამასთან, მუდმივად ხორციელდებოდა ექსპერტთა კორპუსების განახლება. ამ მიზნით, სტუდენტი ექსპერტების შერჩევის მიზნით საჯაროდ გამოცხადდა კონკურსი. ასევე, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტების თემატური ტრენინგები; განხორციელდა ექსპერტთა საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც ექსპერტების საქმიანობის უფრო დეტალური და სრულყოფილი შეფასების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა; ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანის გათვალისწინებით, ინსტიტუციებისთვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მომზადდა გზამკვლევი. ასევე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციური ფორმით განხორციელებულ სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტებზე ხარისხის შეფასება; ცენტრმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით, დაწესებულებებისთვის პრიორიტეტულ თემებზე დაგეგმა და ჩაატარა ონლაინ ტრენინგები, რომლებსაც წარუძღვნენ, როგორც ცენტრის თანამშრომლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ასევე, წელს ცენტრი ახორციელებს ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების წევრების შერჩევის პროცესების ადმინისტრირებას. ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილია შესაბამისი შესარჩევი კომისიები, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე მინისტრს შესაბამის კანდიდატურებს წარუდგენენ; ცენტრის ინიციატივით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა. კანონში ცვლილება მიზნად ისახავდა, რომ საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმამ, ან მისთვის აკრედიტაციის გაუქმებამ არ შელახოს სტუდენტის კანონიერი ინტერესები და მას ჰქონდეს არჩევანი მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულოს იმ პროგრამაზე, რომელზეც ის ირიცხებოდა, ან ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ერაზმუს პლუსის მიერ დაფინანსებული DEQAR CONNECT პროექტის ფარგლებში DEQAR საინფორმაციო ბაზასთან მოხდა ცენტრის ახალი ვებგვერდის სინქრონიზაცია, რაც ნიშნავს იმას,რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, ავტომატურად მოხდება მათი ასახვა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრის (EQAR) ელექტრონულ ბაზაში; შემუშავდა ავტორიზაციის საბჭოს წევრთა სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს საბჭოს საქმიანობის გაუმჯობესებას და ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აცხადებენ, განათლების სამივე საფეხურზე თვითშფასების სისტემა დაინერგა.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ENQA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, გერმანელი და ესტონელი ექსპერტების ჩართულობით დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 3 წლიანი თვითშეფასების ანგარიშის ფორმა; მიმდინარე წელს თვითშეფასების ანგარიში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 85 საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა; ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგადი განათლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაქმნელად, რასაც ზოგად განათლებაში თვითშეფასების სისტემის სრული გადახედვა მოჰყვება“,- აცხადებენ უწყებაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარდა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

„ჩატარდა უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავდა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის პროცედურა, რომლის განხილვაც უმაღლეს საგნმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ექპერტებთან მიმდინარეობს.

მოხდა საგანმანათლებლო პროგრამების კვალიფიკაციების ახალ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანა: დაიწყო განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვის პროცესი, რაც მოიცავს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განახლებულ ჩარჩოს განზოგადებული სწავლის შედეგებთან და კლასიფიკატორით განსაზღვრულ სწავლის სფეროებთან თავსებადობის დადგენას; შემუშავდა და დამტკიცდა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ერთსაფეხურიანი, ქართული ენის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩოსთან და კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცენტრში წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშის ფორმები; მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სამედიცინო განათლების მიმართულებით დარგობრივი საბჭო, რომელიც გადახედავს სამედიცინო განათლების დარგობრივ სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების ხარისხს; 2020 წელს არარეგულირებადი სფეროებისათვის განხორციელდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება; დასრულდა პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოების ფორმირება, დამტკიცდა 12 მიმართულების დარგობრივი საბჭო.

შეიქმნა ავტორიზაციის 4-შკალიანი სისტემა: 2020 წლის თებერვალში არსებითად შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი შედეგი შეფასების ხისტი სისტემიდან განვითარებაზე ორიენტირებულ, ოთხდონიან სისტემაზე გადასვლა იყო, რაც უმაღლეს განათლებაში უკვე ორი წელია დაინერგა. მომავალ წელს ანალოგიური სისტემა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილშიც შემოვა;

კერძო სექტორი - პროფესიული განათლების ყველაზე დიდი მოკავშირე: გაიზარდა დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რიცხვი. საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის როლი პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გაჩნდა სიახლეები სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით: ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის განათლების სივრცეში მისი ცნობადობის ამაღლება და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრმა მოიპოვა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, ის ასევე გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრი. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NAQA) და ესტონეთის ხარისხის;

უზრუნევლყოფის სააგენტოსთან (EKKA) გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ცენტრი შეარჩიეს ევროკომისიის და ერაზმუსის პროგრამის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების მონაწილედ. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) და ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ჯგუფის (BICG) თემატური საექსპერტო ჯგუფების სამუშაო ფორმატებში.

სადოქტორო და კვლევითი კომპონენტის გაძლიერება: სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ თემატური ანალიზის მომზადების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემატური ანალიზის მეთდოლოგიის გათვალისწინებით მუშაობს ანალიზის დოკუმენტზე. ანალიზის საფუძველზე დაგეგმილია სადოქტორო პროგრამების შეფასების კრიტერიუმებისა დაინდიკატორების გადახედვა; მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სამედიცინო განათლების მიმართულებით დარგობრივი საბჭო, რომელიც გადახედავს სამედიცინო განათლების დარგობრივ სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების ხარისხს.

COVID -19 და ცენტრის ღონისძიებები: 2020 წელს COVID-19 გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც ქვეყანა, ისე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი . წლის განმავლობაში ცენტრმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა .

ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ფიზიკურ პირებს შესთავაზა სხვადასხვა სახის დისტანციური თუ ონლაინ სერვისები. მათ შორის: ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამისა) შეფასების პროცესის განხორციელება დაიწყო მთლიანად დისტანციურ ან ნახევრად დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუკი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და სწავლის შედეგები მოითხოვდა სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დათვალიერებას, ექსპერტები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები სრული დაცვით ახორციელებდნენ მატერიალური ბაზის დათვალიერებას; ცენტრმა საბჭოების ზეპირი მოსმენების ჩატარება დაიწყო ონლაინ რეჟიმში, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით და ცენტრის ვებგვერდზე საბჭოს დღის წესრიგთან ერთად განთავსებული ბმულის საშუალებით მისცა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ონლაინ რეჟიმში საბჭოზე დასწრების საშუალება; ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით, მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად სარგებლობენ ცენტრის სერვისებით, როგორებიცაა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მოქალაქეებს, რომლბსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მატერიალურად უწევთ დოკუმენტების წარმოდგენა ცენტრში, მათი ვიზიტი მხოლოდ პორტალ www.my.gov.ge -ზე წინასწარი დაჯავშნით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა