აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 211 764 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 2 416-ს მიაღწია.

აზერბაიჯანში ვირუსისგან, საერთო ჯამში, 160 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 49 103-ია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს