კახა კალაძე - ზონალური პარკირების დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ - ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტა, ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც მერიამ განახორციელა წარმატებულია და "რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი“.

"ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წარმატებულია და რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი.

ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო, რომ წლობით კონკრეტული ავტომობილები ეყენა, ლპებოდა, პრობლემას წარმოადგენდა, ადამიანი მანქანას ვერ აჩერებდა. ზონალური პარკირების შემოღებამ ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ დანერგვას. რა თქმა უნდა, ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით იქნება განსხვავებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:ზონალური პარკირების დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით იგეგმება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს