კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსახლეობის დაახლოებით 67%-ს კრედიტი აქვს, რაც ისტორიული მაჩვენებელია და ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში

მოსახლეობის 67%-მდე კრედიტი აქვს - ეს ისტორიული მაჩვენებელია და ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა.

გვენეტაძის ინფორმაციით, უიმედო სესხები 2019 წლის ბოლომდე 4.4% იყო და ახლა 8%-ია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს მაჩვენებელი 10-11 პროცენტზე ავა, მაგრამ მისივე შეფასებით, მართვადი იქნება.

“ზუსტად ორი წლის წინ მივიღეთ დებულება პასუხისმგებლიანი დაფინანსების შესახებ, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. ამბობდნენ, რომ თუკი ადამიანს სესხება უნდა, რატომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ისესხოს. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ისესხოს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ისესხოს ისე, რომ სესხის უკან დაბრუნება შესძლოს. ადამიანს სესხის მომსახურება უნდა შეეძლოს. ამავე დროს, ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მსესხებელმა სესხის გადახდა ვერ შეძლო, დეპოზიტებს, რომელიც ბანკშია, საფრთხე შეექმნება და ქვეყანაში ფინანსურ კრიზისს მივიღებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმასაც ამბობს, რომ “გამომდინარე გატარებული ღონისძიებებიდან, გაცილებით კარგად ვართ, ვიდრე ამის გარეშე ვიქნებოდით“.

“თუკი მოსახლეობას ვალის მომსახურება შეუძლია და ეს მას პრობლემებს არ უქმნის, სესხის აღება ნორმალურია და ბაზრის განვითარებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო