ლევან ჟორჟოლიანი - მომავალი წლის ბიუჯეტში საბინაო პოლიტიკაზე 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მერის ანგარიში მოისმინეს და 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საბინაო პოლიტიკის შესახებ განცხადება გააკეთა და რამდენიმე საკითხით დაინტერესდა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში საბინაო პოლიტიკაზე 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული, გარდა ამისა, უამრავი პროგრამა და გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ საკითხს ეხება. მან საბინაო ფონდის შექმნაზე ისაუბრა.

„ჩვენ დავიწყეთ საბინაო ფონდზე ფიქრი, რაც აქამდე არ ყოფილა და ძალიან მალე, სანამ ჩვენ ავკრძალავდით ქალაქში K2 კოეფიციენტების გადამეტებას, მანამდე ინვესტორებს ჩავუდეთ პირობა, რომ გარკვეული რაოდენობის ფართები ქალაქის საკუთრებაში გადავიდოდა. ეს მნიშვნელოვანი აქტივია. საინტერესოა, როდის ექნება მუნიციპალიტეტს სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, რა წესითა და კრიტერიუმით გაიცემა ბინები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღესაც ბევრ ადამიანს აწუხებს საბინაო პრობლემები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების საკითხი. როგორც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, 1998 წელს, როდესაც აღიწერა ეს პრობლემა, მაშინდელი მონაცემებით, მშენებლობით დაზარალდა 3 ათასი ოჯახი და ისინი თითქმის 30 წელია ელოდნენ ბინებს.

„ამ დროისთვის დაკმაყოფილებული არის, დაახლოებით, 2 ათასი, აქედან 2018-2019 წლებში ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც შთამბეჭდავი შედეგია. აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს რესურსი და რა ვადა შეიძლება დასჭირდეს დანარჩენი ათასი ოჯახის დაკმაყოფილებას. შევძლებთ თუ არა ამას 2021 წელს? როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საარჩევნო წელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის და მნიშვნელოვანი იქნება, ამ პრობლემის მოგვარებით თუ შევხვდებით საარჩევნო წელს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ზაალ ანჯაფარიძე - სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, საკმაოდ მყიფეა - სახელმწიფოს რესურსები ულევი არ არის და ამიტომ  ხელისუფლება  ცდილობს,  თავი დაიზღვიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას სთავაზობს
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა