გიორგი ბირბიჩაძე - 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა  მიმართული

დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიში მოისმინეს და 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა მიმართული.

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის თაობაზეც ისაუბრა. როგორც გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, 2020 წელს აღნიშნული პროგრამა, რომლითაც 1250-მდე ბავშვი სარგებლობდა, განულდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მოლოდინის რეჟიმში 163 ბავშვია.

„როგორც დღეს თბილისის მერმა განაცხადა, სამომავლოდ ამ სიის განულებაც იგეგმება“ -აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა