ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს აკირა იმამურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში.

უწყების ცნობით, საუბრის ძირითადი თემა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა გახლდათ. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა სახელშეკრულებო ბაზის განვითარების კონტექსტში, საინვესტიციო და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების, იანვრის ბოლოს ხელმოწერის მზაობა.

ასევე ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, გააღრმავონ ორ ქვეყნის შორის ურთიერთობები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა