ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლების გადასახედიდან, ვინც კვერს არ უკრავს ყველაფერს, რაც მმართველ ძალას სურს, „შეთქმულების თეორიის“ მონაწილეა - რა შუაშია ოპოზიციის თემა ISFED-თან?

ყველა ის, ვინც, მათი გადასახედიდან, არ უკრავს კვერს ყველაფერს, რაც მმართველ ძალას სურს, არის შეთქმულების თეორიის მონაწილე, თუმცა რა შუაშია ოპოზიციის თემა, ამ შემთხვევაში, „სამართლიან არჩევნებთან?! - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ISFED-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მან ოპოზიციის კავშირი ISFED-ის თემასთან აბსოლუტურად გამორიცხა და განმარტა, რომ, პოლიტიკურ ოპოზიციას არჩევნების შედეგების გაპროტესტებისას, არასდროს უთქვამს, რომ ამას პარალელური დათვლის შედეგებზე დაფუძნებით აკეთებდა.

„ჩვენ ვამბობდით ჩვენივე მოპოვებული ოქმებისა და ჩვენი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და ჩვენგან აღებული ოქმები გავასაჩივრეთ როგორც საოლქო კომისიებში, ისე სასამართლოებში და იცით, რომ მარტო „ლელოსგან“ იყო 300-ზე მეტი ასეთი საჩივარი და სრულიად ოპოზიციისგან იყო, თუ არ ვცდები, 1400-მდე ასეთი საჩივარი.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი განაცხადი ამოიღოთ. მე რაში მჭირდებოდა პარალელური დათვლის შედეგი, როდესაც იგივე პირველი სკანდალური უბანი რომელიც გაიხსნა, სამგორის 97-ე უბანი, სადაც აღმოჩნდა, რომ მეწერა 0 ხმა, კი არ აღმოჩნდა, ოქმში ჩაიწერა, რომ მქონდა 0 ხმა, მაგრამ რეალურად მქონდა 54 ხმა და ეს 54 ხმა იყო, არც გაბათილებული, არც გადასწორებული, აღმოჩნდა პირდაპირ ნაგავში გადაყრილი და რამდენი უბანიც გაიხსნა, და ძალიან ცოტა გაიხსნა, ყველგან აღმოჩნდა ასეთი სიტუაცია. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარც საოლქო კომისიაში და აღარც სასამართლოში საერთოდ აღარ გაეხსნათ საჩივრების საფუძვლებზე უბნები და აღარ გადათვლილიყო შედეგები და რაც გადათვალეს, ის გახსოვთ თქვენ, რომ ჩაკეტილ კარს მიღმა გადათვალეს და ისიც პროცენტულად ძალიან ცოტა. ასე რომ, რაც არ უნდა უნდოდეს „ქართულ ოცნებას“ რომ ეს ყველაფერი რაღაც შეთქმულების ერთიან ქარგაში მოაქციოს, ეს ასე არ არის. მათ გააყალბეს არჩევნები, მათ მოიპარეს არჩევნები, ხალხის არჩევანით მანიპულირება მოინდომეს ძალიან დიდი დოზით. ის არ არის შეღავათი და გამოსავალი, რომ ყოველთვის ხდებოდა რაღაც არჩევნებზე, ყოველთვის ხდებოდა, პროტესტი მოსდევდა ამას, მაგრამ ყველაფერს აქვს მიჯნა და მათ ეს მიჯნა გადალახეს თავიანთი ქმედებებით,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო