გიორგი ტყემალაძე - ვფიქრობ, ბიუჯეტი ძალიან ობიექტურად, სამართლიანად და ქალაქის სწორი განვითარებისთვის სწორად არის გადანაწილებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბიუჯეტი გადანაწილებულია ყველა იმპრიორიტეტის შესაბამისად, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს აქვს.

მისივე განმარტებით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკაზე, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე.

„თანხები, რა თქმა უნდა, გადანაწილებულია ყველა იმ პრიორიტეტის შესაბამისად, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს აქვს. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი მოდის როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ასევე სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ძალიან ობიექტურად, სამართლიანად და ქალაქის სწორი განვითარებისთვის არის სწორად გადანაწილებული აღნიშნული ბიუჯეტი. ჩვენ უახლოეს მომავალში, ალბათ, ერთი თვის განმავლობაში, გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ გაიზარდოს 2021 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მილიონი ლარით, რაც ნიშნავს დამატებით პროექტებს ჩვენი თანაქალაქელებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული ხარჯები შემცირებული არ არის.

„ჩვენ უნდა შევადაროთ 2020 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი და 2021 წლის უკვე ახლანდელი პროექტი. თუ ჩვენ ვნახავთ 2020 წლის მიღებულ პროექტს, დავინახავთ, რომ არანაირი კლება აქ არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვვარაუდობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის განმავლობაში კიდევ მოხდება ბიუჯეტის ზრდა და საბოლოოდ წლის განმავლობაში დასახარჯი რესურსი იქნება კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ეს არის დღევანდელი რიცხვი,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო