გიორგი ბარამიძე - ხელისუფლებას მორიგი ხელზე დასახვევი გამოუჩნდა, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება ISFED-ის PVT-ზე არ იყო დაფუძნებული

ხელისუფლებას მორიგი ხელზე დასახვევი გამოუჩნდა, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება ISFED-ის ამ ე.წ PVT-ზე არ იყო დაფუძნებული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, PVT, საბოლოო ჯამში, იმავეს აკეთებს, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, უბრალოდ, ამოწმებს იმასაც, რომ თავად ცესკომ არ შეცვალოს მონაცემები. ბარამიძის განცხადებით, ამ შედეგებში ვერანაირად ვერ გამოჩნდება ე.წ. კარუსელები და მოსახლეობაზე ზეწოლა, რაც რეალურად არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.

„PVT, პრაქტიკულად, იმავეს აკეთებს, რასაც ცესკო, უბრალოდ, ამოწმებს ცესკო-ში ხომ არ გადააკეთეს კიდევ ციფრები, თუნდაც მათემატიკური ჯამი ხომ არ შეცვალეს, მაგრამ ამ საბოლოო ოქმში, ყველამ ვიცით, რომ ვერანაირად ვერ აღმოაჩენ იმ „კარუსელებს“, რომელიც არის გაყალბების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა. ვერ აღმოაჩენ მოსყიდვას, რომელიც არის არჩევნების გაყალბებისა და ხალხზე ზემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, ვერც დაშინებას ქურდული სამყაროს მიერ, ვერც სოციალური სააგენტოს მიერ, რომ მოგიხსნი სოციალურს, ან არ დაგინიშნავ, ან ვიღაც შენიანს ოპერაციას არ დავუფინანსებ, ან სხვა სტრუქტურების მხრიდან დაშინებას, რომ თქვენ ვიღაც გყავთ ციხეში და იმას არ გამოვუშვებ, ან ვიღაცას ციხეში ჩავსვამ, ანუ უამრავი ზემოქმედების ბერკეტი აქვს სახელმწიფოს.

ამ ხელისუფლებამ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ PVT-ის, „სამართლიანი არჩევნების“ ამ ბიულეტენების შეჯამებისა და დათვლის მეთოდი გამოეყენებინა, რომ, აი, თურმე რადგან აქ არ ყოფილა სერიოზული ცვლილება, ე.ი.არჩევნები არ გაყალბდაო, ამის დამტკიცებას ცდილობენ და არანაირად არ არის ეგ. მთავარი დარღვევები სადაც ხდება, მთავარი გაყალბება სადაც ხდება, მთავარი ზემოქმედება არჩევნებსა და ამომრჩეველზე სადაც ხდება, არის ამის მიღმა, რომელსაც ვერ დაადგენ ამ მეთოდით“, - განაცხადა გია ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო