საფრანგეთში კოვიდ 19-ის ახალი სახეობის შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც 19 დეკემბერს საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი დაუდასტურდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 159 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 547 771 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულთა რიცხვი კი 62 427-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა