გერმანიაში კორონავირუსის 14 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 240 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსის 14 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 627 103-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 240 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 29 422-ს მიაღწია.

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმი გასული კვირის ოთხშაბათიდან გამკაცრდა. ქვეყანა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ხვალიდან დაიწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა