ბერლინში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ბერლინში დღეს დილით მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქალაქის პოლიციის პრესსპიკერმა დაადასტურა ინფორმაცია კრეუზბერგის რაიონში მომხდარი სროლის შესახებ, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ბერლინის სახანძრო სამსახური კი „ტვიტერში“ წერს, რომ ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა