მამუკა ხაზარაძე - სერბეთის ოპოზიციის ლიდერთან გავცვალეთ ხედვები - საქართველოში მიმდინარე პროცესების მსგავსი კრიზისი სერბეთმაც გაიარა, იქ ოპოზიციამ ხელისუფლებას უკან დაახევინა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა

"ლელო საქართველოსთვის” ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია Zoom call-ით შეხვდნენ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს, რომელიც წარსულში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტიც იყო.

"ლელოს" ინფორმაციით, შეხვედრისას განხილულ იქნა სერბეთის ოპოზიციის გამოცდილება 2018-2020 წლების სერბული საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში და სერბეთის ოპოზიციის მიერ 2020 წლის არჩევნების ბოიკოტირება, რაც ხელისუფლების უკან დახევითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

როგორც "ლელოში" აცხადებენ, სერბმა და ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირის და აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი კრიზისის გადაჭრის პროცესში, ოპოზიციური ბრძოლის ტაქტიკები და შინაარსები, ისევე, როგორც სერბული და ქართული პოლიტიკური კონტექსტები.

როგორც “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირველი რაუნდი იყო.

"დღეს ვესაუბრეთ სერბეთის ოპოზიციის ლიდერს, გავცვალეთ ხედვები და დეტალურად განვიხილეთ სერბეთის ანალოგი; საქართველოში მიმდინარე პროცესების მსგავსი კრიზისი სერბეთმაც გაიარა. იქ ოპოზიციამ ხელისუფლებას უკან დაახევინა და 2022-ში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. ამ დიალოგის დაწყება "ლელოს" ინიციატივით მოხდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, "ლელო" აქტიურად აგრძელებს მჭიდრო კავშირებს დასავლელ მეგობრებთან და პარტნიორებთან და მადლიერებას გამოხატავს ქართული დემოკრატიის განახლებისთვის ბრძოლაში მათი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი ყურადღებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო