ახალი „გირჩის" წევრი - „გირჩის“ შიგნით ადამიანებს უჭირდათ არანორმალურად მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ მაშინ ჩვენი ლიდერები

„გირჩის“ შიგნით ადამიანებს უჭირდათ არანორმალურად მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ მაშინ ჩვენი ლიდერები. ამან გამოიწვია კონფლიქტი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „გირჩი", რომლის იდეოლოგიაც და ქცევის ეთიკაც მის ორგანიზმში იქნებოდა ერთნაირი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი „გირჩის" წევრმა ცოტნე კობერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი პარტიის სრული სახელი იქნება „მეტი თავისუფლება - გირჩი", რომლის ყრილობაც დღეს იმართება. კობერიძის განმარტებით, უკვე ვირტუალურად აირჩიეს პოლიტსაბჭო, პარტიის თავმჯდომარე და სარევიზიო კომისიაც. მისივე თქმით, იდეოლოგიურად ორივე „გირჩი" ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

„თვითონ ქცევის ეთიკა აისახება პარტიაზე, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო და ამან შექმნა პრობლემები. ადამიანები „გირჩში" ვერ მოდიოდნენ და პოლიტიკაში ისე ვეღარ ერთვებოდნენ, როგორც ჩვენ გვინდოდა ჩავრთულიყავით. ცხადია, ეს ჩვენს პოლიტიკას გარეთ არ ეტყობოდა, უბრალოდ თვითონ „გირჩის" შიგნით ადამიანებს უჭირდათ არანორმალურად მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ მაშინ ჩვენი ლიდერები. ამან გამოიწვია კონფლიქტი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „გირჩი", რომლის იდეოლოგიაც და ქცევის ეთიკაც მის ორგანიზმში იქნებოდა ერთნაირი. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ექნებოდათ შეცდომის დაშვების უფლება, თავისუფლების და თანამშრომლობის სურვილი", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა