იაპონიაში კორონავირუსის 3 823 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

იაპონიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 823 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 214 259-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მესამე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ახალი შემთხვევებიდან 884 ტოკიოში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში კიდევ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 3 165-ს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს