ადვოკატი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს, თუმცა, არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს - სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის ხელისუფლების გავლენებს ექვემდებარება, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ასე აფასებს „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, გიორგი რურუა ციხეში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით იმყოფება, მისი გათავისუფლება კი პოლიტიკური ნების შესაბამისად მოხდება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, ფაქტობრივად, გიორგი რურუას წინააღმდეგ განაჩენი, იმიტომ, რომ გიორგი რურუა გაჩხრიკეს ვითომ და ინფორმატორის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი საფუძველი. მეორეც, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე თქვა რომ, როდესაც პირს ჩხრეკენ და მისგან ხდება ნივთის ამოღება, ამ ჩხრეკის პროცესს ან უნდა ესწრებოდეს სხვა ნეიტრალური პირი გარდა პოლიციელებისა, ან უნდა განახორციელონ პოლიციელებმა ვიდეო გადაღება და შეიქმნას ობიექტური მტკიცებულებები ჩხრეკის კანონიერების თაობაზე, რაც ჩვენ შემთხვევაში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 11 პოლიციელი იყო შემთხვევის ადგილზე, არც ერთს არ განუხორციელებია ვიდეო გადაღება, უფრო მეტიც, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩანაწერი არ მოხვედრილიყო. მათ შორის ჩხრეკის ადგილთან მიახლოებით დამონტაჟებულ გარე სამეთვალყურეო კამერებიდან ერთ-ერთი იყურებოდა იმ მიმართულებით, სადაც ვითომ გიორგი რურუას ჩხრეკა მიმდინარეობდა, ამ კამერასთან დაკავშირებით პოლიციელებმა გვითხრეს, რომ 6-დან ზუსტად ეს ერთი იყო გამოსული მწყობრიდან და არ ხორციელდებოდა ჩაწერა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს. წესით და რიგით, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს მითუმეტეს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, ვინაიდან გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის ხელისუფლების გავლენებს ექვემდებარება, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, EMC ინფორმაციას ავრცელებს სადაც აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს