მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა შეიცვლება, ყველა გადაწყვეტილების ელექტრონულად კენჭისყრით მიღების ინიცირებას მოვახდენთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის "უზურპატორი დიქტატურა", ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით - ელექტრონულად კენჭისყრით მიღების ინიცირებას მოახდენენ.

"ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით - ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ჩემი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლი, რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად წინააღმდეგობის მოძრაობის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა - საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ლევანს, ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის. დიდი მადლობა,

ყველა მონაწილეს კენჭისყრაში. ძალიან ბევრი მონაწილე იყო, ბევრმა თავი შეიკავა იმიტომ, რომ ბევრი ორივე კანდიდატს უჭერდა მხარს და ესეც გასაგებია, მაგრამ ჩართულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ეს ძალიან მახარებს" ,- წერს სააკაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის