გიორგი ბარამიძე - პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება - წინ გვაქვს მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უზურპატორი რეჟიმის წინააღმდეგ

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ ბარამიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, წინ მშვიდობიანი ბრძოლაა უზურპატორი რეჟიმის წინააღმდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლების უზურპაციის შელამაზებას ცდილობს, რადგან ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმოჩენა უნდა.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს. მისი თავმჯდომარის არჩევა არა ყრილობის მიერ მოხდა, არამედ ეს პროცესი მიხეილ სააკშვილის ინიციატივით ელექტრონული ფორმით ჩავატარეთ და ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და გულშემატკივარს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ. ორ ღირსეულ კანდიდატს შორის, სახალხო კენჭისყრით ნიკა მელია აირჩა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. წინ გვაქვს მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უზურპატორი რეჟიმის წინააღმდეგ.

ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლების უზურპაციის შელამაზებას ცდილობს. უნდა წარმოაჩინოს, ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიდის. ისინი ცდილობენ, თავიანთი სურვილები რეალობად წარმოაჩინონ, მაგრამ ყველა პარტია კონსოლიდირებულია, რომ ამ მარიონეტულ პარლამენტში არ შევიდეს", - განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა