მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია ჩემთვის არის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა - საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის მისთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლოა.

მან პარტიის ყრილობაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება და „ხელისუფლებისთვის ბოლომდე შეტევა“.

„მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა ჩვენს ათასობით აქტივისტს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული ელექტრონულად, არჩევნებში ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავის სამშობლოს ბედს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდი თანამდებობაზე უარი თქვა, აჭარასა და საქართველოში დიდი მოძრაობა გაშალა, დაბრუნდა და ბოლომდე იბრძვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოპოზიციასთნ ერთად ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ის ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა. ქართველ ხალს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ მას ამ გამარჯვებას დავუბრუნებთ. ამისთვის ახლა უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი იმედის თვალით შემოგვყურებს. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ერთიანობა და ბოლომდე შევუტიოთ. ჩვენი საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ამის ღრმად მრწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო