ნიკა მელია - თუ ჩვენი თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ისინი ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა უბრალოდ ფარსია

ვერცერთი ოლიგარქი, ვერცერთი ოლიგარქის მილიარდი, წრფელი ადამიანების ემოციას ნამდვილად ვერ დაამარცხებს და ვერ აჯობებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ასევე თანაგუნდელ ლევან ვარშალომიძეს.

ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმზიდველი უნდა გახდეს და ბევრი ახალი ადამიანი შემოუერთდეს.

„ახლა მთავარი არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველას გაუღოს კარი. ვინც ახლა მისმენს, ვინც არ არის ჩამოყალიბებული, ვისი მხარე უნდა დაიკავოს მომავალში, თუნდაც ხვალ, მაგრამ აქვს იდეები, ამბიციები. ჩვენ უნდა გავხდეთ მათთვის მიმზიდველები. არ დაგიმალავთ, ჩემი მთავარი ამოცანა და ამბიცია არის ბევრი ახალი ადამიანი გამოცდილ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც მიმიღეს ამ პარტიაში 2013-2014 წლებში. ერთად ჩვენ ძალიან საინტერესო გზას გავივლით. ჩვენ არ ვიბრძვით საკუთარი თავის გამარჯვებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. ჩემი პირობა ძალიან პრინციპულია. თუ უახლოეს პერიოდში, თვეებში ვერ მოვახერხე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ წყალობდა „ნაციონალურ მოძრაობას, არ იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ აღარც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან უკვე დიდი ხანია, თუ ჩვენი თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე თქვენთან ერთად და ისინი არ გახდნენ ამ უნიკალური მოძრაობის წევრები, მე მოგატყუებთ თქვენ, მოვატყებ საკუთარ თავს და ჩავთლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა უბრალოდ ფარსია“, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს