ნიკა მელიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას 4 - პუნქტიან, მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან მისი პარტია საზოგადოებას4-პუნქტიან, მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს.

როგორც მელიამ პარტიის ყრილობაზე, ტრიბუნიდან განაცხადა, წახალისებული იქნება ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, "ნაციონალური მოძრაობის" დელეგატი, წარმომადგენელი სიმბოლური შენატანით გახდეს.

"დღეიდან ჩვენ გთავაზობთ, დავნერგოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, მეტი დემოკრატიულობის, მეტი გახსნილობის, მეტი ჩართულობის მიმართულებით. პირველი - ესაა ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება. ჩვენი ოფისები გახდება ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იდეით მოვიდეს, იმუშაოს მის განვითარებაზე, და ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.

მეორე - წახალისებული და მხარდაჭერილი იქნება ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალურ-პოლიტიკური თანასწორობას, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის განვითარებას.

მესამე - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისები არა პარტიული ბიუროკრატიული ოფისების ნაწილად ჩამოყალიბდება, არამედ მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრებად.

მეოთხე - თქვენი ჩართულობისა და გაძლიერების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის მიერ დაფინანსებით, საჯარო მონაწილეობის მოდელზე გადადის. თითოეულ თქვენგანს, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ "ნაციონალური მოძრაობის" დელეგატი, წარმომადგენელი გახდეთ. სიმბოლური შენატანით. საქართველო ქართველ ხალს ეკუთნის და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას სჭირდება მას", - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს