ხატია დეკანოიძე - მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების მხარეს, მათ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის და კომპრომისისთვის უფრო მეტი სივრცე აქვთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება არ შედგება, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა გამორიცხულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ 2-3 ადამიანი პარლამენტში მაინც შევა, ეს მაინც არაფერს შეცვლის.

„ალბათ, ბატონი არჩილ თალაკვაძე საუბრობს იმას, რაც ძალიან უნდა ბიძინა ივანიშვილს და ყოველთვის ასე იყო. მინდა ჩვენი პარტიის და ბლოკის სახელით დაგარწმუნოთ, ასევე თავს უფლებას მივცემ და მთელი ოპოზიციური სპექტრის სახელით ვიტყვი, რომელმაც უარი თქვა მანდატზე, არავითარ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცლება, თუ არ მოხდება ის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც წარდგენილი გვაქვს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების მხარეს, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის და კომპრომისისთვის მათ უფრო მეტი სივრცე აქვთ. გარწმუნებთ, არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. თუ 2-3 ადამიანი შევა, ვინც საუბრობდა, ეს არაფერს შეცვლის“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მიმართ ზეწოლაც იყოს.

დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ბოლომდე გააცნობიეროს. მას ძალიან ფართო კომპრომისის სივრცე აქვს, მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რადგან ამ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი ეკონომიკური, ჯანდაცვის და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულ ჭრილში მიუდგებიან, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან დათმობა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. თალაკვაძე ამბობს, რომ სტატუს -კვო მალე შეიცვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა