კორონავირუსის ახალი შტამი პორტუგალიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პორტუგალიაშიც დაფიქსირდა. ვირუსის ახალი შტამი კუნძულ მადეირაზე გამოვლინდა.

სამოქალაქო დაცვის რეგიონალური ორგანოს ინფორმაციით, ახალი ვარიანტი "აღმოაჩინეს იმ მოგზაურებში, რომლებიც გაერთიანებული სამეფოდან მადეირაზე ჩავიდნენ".

ამასთან უცნობია, რამდენი ადამიანია ინფიცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით ხალხი უფრო რთულად ავადდება ან უფრო მომაკვდინებელია ვიდრე COVID-19- ის არსებული შტამები, თუმცა, როგორც ჩანს, იგი უფრო ადვილად ვრცელდება.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა