ვახტანგ ძაბირაძე - წელი დავიწყეთ დაპირისპირებით და  ვამთავრებთ ისევ პოლიტიკური დაპირისპირებით და ორ ბანაკად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრით

ჩვენ მივიღეთ ფაქტიურად 2 ბანაკად გაყოფილი ქვეყანა, წელი დავიწყეთ დაპირისპირებით და მომავალ წელსაც ვხვდებით ურთიერთდაპირისპირების ფონზე,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ 2020 წელს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შეჯამებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არჩევნები, თუმცა, რეალურად არჩევნებმა ქვეყანას სტაბილურობის ნაცვლად განხეთქილება მოუტანა.

„მიმდნარე წელი მაინც ორი ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა. პირველი, რა თქმა უნდა, საერთშორისო პრობლემას - პანდემიას უკავშირდება და მეორე ეს არის არჩევნები. ეს ორი მახასიათებელი განსაზღვრავდა მთლიანად ქვეყნის ცხოვრებას. თუ გახსოვთ პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო გასულ წელს, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო დაპირებული 1%-იანი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები. შემდეგ დაიწყო უკვე მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით სისტემის შესაცვლელად. ამ მიმართულებით ჩვენ წლის პირველ ნახევარი წარმატებული აღმოჩნდა - გაზაფხულზე შედეგს მივაღწიეთ, მოხდა შეთანხმება ნახევრად პროპორციული არჩევნების სახით. ასევე, უნდა ითქვას, რომ პანდემიამ გარკვეული გავლენა მოახდინა პოლიტიკაზეც, მთელი გაზაფხული ქვეყანა ჩაკეტილი იყო და ფაქტიურად, პოლიტიკური ცხოვრება იყო მკვდარი, საარჩევნო კამპანიას ვერ აწარმოებდა ოპოზიცია და სხვათა შორის, ვერც ხელისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წელს იყო არჩევნები და არჩევნების შედეგები. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება დასტაბილურებულიყო, ჩვენ მივიღეთ ფაქტიურად 2 ბანაკად გაყოფილი ქვეყანა. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს მთელი ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ წელი დაპირისპირებით და სამწუხაროდ, ვამთავრებთ წელს ისევ პოლიტიკური დაპირისპირებით და 2 ბანაკად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრით,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე განცხადებით, შექმნილ კრიზისში პასუხისმგებლობა მთლიან პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რომელიც რეალურად მოსახლეობის განწყობებს და საჭიროებებს მთლიანად არის აცდენილი.

„ვფქირობ, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს და არა მხოლოდ მას, ასევე მედიასაც, რადგან არა მარტო პოლიტიკური სპექტრია ორად გაყოფილი, მედიასაშუალებებიც ძირითადად ასეა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ რეალურად, მთელი ეს სიმძაფრე პოლიტიკური დაპირისპირებისა, გაცილებით მაღალია მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, ვიდრე თავად ელექტორატში და მოსახლეობაში. მთელი ეს სპექტრი აცდენილია მოსახლეობის განწყობებს, მოსახლეობას პრობლემები აქვს და სხვა მხრივ აქვს ეს პრობლემები. 2 ბანაკად გაყოფის თავიდან აცილება შეიძლებოდა თუ საარჩევნო დავები გადაწყდებოდა ისე, როგორც ეს უნდა გადაწყვეტილიყო- თავდაპირველად როცა ოპოზიცია ითხოვდა უბნების გახსნას და გადათვლას, ეს უნდა განხორციელებულიყო. მართალია „ქართული ოცნება“ შემდეგ წავიდა ამაზე და საუბრობენ გადათვლაზე, მაგრამ ახლა უკვე ოპოზიციას არ სურს ამ რეალობას მიუბრუნდეს. ამასთან, არც ერთი მხარე და უფრო მეტად ოპოზიცია არ ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას არჩევნებთან და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რომ სტაბილურობა იქნას შენარჩუნებელი. მოწონს თუ არა ეს ვინმეს, დასავლეთისთვის ამ არჩევნების ლეგიტიმურობაში კითხვები არ ჩანს. კითხვები მათ აქვთ ხარვეზებთან, სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა, თვლიან რომ ამ ფაქტორებს ზეგავლენა არ მოუხდენია შედეგებზე. საზოგადოებას რომ ნდობა არ აქვს არჩევნების მიმართ, ამაზეც ორივე მხარეა პასუხისმგებელი - როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, რადგან არჩევნებმა სტაბილურობის ნაცვლად, განხეთქილება მოიტანა. ასე რომ მომავალ წელსაც ვხვდებით ურთიერთდაპირისპირების ფონზე,“- განაცხადა ძაბირაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს