მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი იყო ისეთ ადამიანთა წრე, ვისაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შეეხება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი იყო ისეთ ადამიანთა წრე, ვისაც უნდა შეეხოს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი.

რაც შეეხება კითხვას, შეეხება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი ე.წ. პოლიტპატიმრებს, სარჯველაძე პასუხობს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრის არსებობის შესახებ მისთვის არ არის ცნობილი.

„ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები და გამოვრიცხავ. ზოგადად, რაც შეეხება მუხლების დამატებას, ამ საკითხზე ვმუშაობთ და მართლაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტად გაფართოვდეს იმ დანაშაულების წრე, რომელსაც შეიძლება შეღავათი შეეხოს. თუ როდის გაფართოვდება ეს ყველაფერი, დისკუსიების პროცესში გამოჩნდება. რაც შეეხება ამნისტიის მუხლებთან დაკავშირებით მუშაობის მოდელს, ეს არცერთ შემთხვევაში ინდივიდუალური საქმეების განხილვას არ მოიცავს და არ გულისხმობს. აქ საუბარია ზოგადად დანაშაულის ამნისტირებაზე. შესაბამისად, არ იქნება სწორი კონკრეტული პირების მიმართ დამატებაზე ან ამოღებაზე საუბარი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა