ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში, ამის შესახებ დაზუსტებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ არ მოხდება, რადგან საქართველომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო და ისინი კარანტინში გადადიან.

მისივე თქმით, ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება.

„მიმდინარეობს გენომის სეკვენირება ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იდენტიფიცრებულია, რომ მეტი ეჭვის საფუძველია იქ. ამ გენომის სეკვენირებას სჭირდება 4-5 დღე და ალბათ, ამ კვირის ბოლოს გვექნება პასუხი. დანარჩენ 3 შემთხვევაზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევები, რათა ხელმეორედ იქნას ნიმუში მოპოვებული, თუმცა პირველად ნიმუშზე გვაქვს ეჭვი.

არაფერი განსაკუთრებული არ იქნება - იცით, რომ საქართველომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის შემოიღო შესაბამისი შეზღუდვა - ისინი გადადიან კარანტინში. ამ ახალ შტამს და ამ რესპირაციულ ვირუსებს ხშირად ახასიათებს მუტაციები, ეს არ არის მოულოდნელი, ამ მუტაციის შესახებ სექტემბერშიც იყო ცნობილი, ეს უფრო ბევრ შემთხვევაში დადასტურდა ბრიტანეთში და მიეცა მას უფრო ფართო საინფორმაციო კამპანია, ეს ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული და არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ის არ არის უფრო ვირულენტური ანუ უფრო აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი და ერთადერთი, რასაც ამბობენ მეცნიერები ძირითადად ბრიტანეთიდან, უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა