მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი იმართება  სახელწოდებით: „ხალხს შია“

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს სახელწოდებით: „ხალხს შია".

მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჯონი ქურასბედიანის განცხადებით, ქვეყანაში დღევანდელი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვედით, რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. ხალხი ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს... იმედია, დაგვიდგება ყველა გვერდით და მდგომარეობა გამოსწორდება. ხმას მივაწვდით კალაძესაც და აბსოლუტურად ყველას. არ გავჩერდებით!", - განაცხადა ქურასბედიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა