„საქსტატი“-  ახალი სტანდარტით, III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17% შეადგინა

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა,- ამის შესახებ “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებს ასახავს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. ამასთან, ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა.

ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით. ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ამასთან, ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.

„2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით”,-აღნიშნულია ანგარიშში.

დეტალური ინფორმაცია ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმება-უმუშევრობის მაჩვენებლების შესახებ იხილეთ ბმულზე - https://www.geostat.ge/ka/single-news/2009/mosakhleobis-ekonomikuri-aktivobis-machveneblebi-dasakmeba-da-umushevroba

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს