დავით ზალკალიანმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა

დავით ზალკალიანმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან, საქართველო აზერბაიჯანიდან სუამ-ის თავმჯდომარეობას 1 წლით გადმოიბარებს. ამ კონტექსტში, ონლაინ-შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა კოლეგებს გააცნო სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთქმედების გაძლიერებაზე როგორც პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებით, ისე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების კუთხით.

მინისტრებმა დავით ზალკალიანს წარმატებები უსურვეს ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კოლეგებმა მიულოცეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის დამტკიცება. ონლაინ-შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, ისაუბრეს სამუშაო ჯგუფების/ქვეჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

,,მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებებს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი, პარლამენტთაშორისი და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით. სხდომის ფარგლებში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები სხვა ქვეყნებთან. ახალი პარტნიორების კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ისრაელის სახელმწიფოსთან. შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა ონლაინ-სხდომის ოქმი.

სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, აურელიო ჩოკოიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილი ბოდნარმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა